
„მე ვცდილობ მოვახერხო, რომ ის ბალანსი, რაც დღეს მედიასივრცეში არსებობს, არ მოვახერხო და არ დავარღვიო. ძალიან ფაქიზად ვექცევი მედიასივრცეს“, -
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეარხ „GDS”-ის ეთერში, გადაცემაში „კვირის 2030“ განაცხადა. მისი თქმით, მას შეეძლო გადაცემის თაობაზე მოლაპარაკება ნებისმიერ კერძო ტელევიზიასთან ეწარმოებინა, მაგრამ ამასაც აჟიოტაჟი მოჰყვებოდა:
„რომ მივსულიყავი „იმედზე“, იტყოდნენ, „იმედი“ იყიდაო, „მაესტროზე“ რომ მივსულიყავი, იტყოდნენ, ჯიბეში ჩაიდოო. ამის პასუხისმგებლობის აღება ჩემ თავზე არ მინდა“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კრიტიკის ობიექტი ხდება, როგორც კი ის გამოთქვამს აზრს ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ექსპერტებზე:
„ხალხო, გაიხსენეთ, სად ვიყავით... და მე ჩემი გარკვეული როლი მაქვს იმაში, სადაც ახლა ვართ და ამიტომ ძალიან გთხოვთ, მსგავს კრიტიკას თავი გაანებოთ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.