ნიკა რურუა: „უნდა ვინატროთ, რომ პუტინი ცოცხალი იყოს, რათა მსოფლიომ მის შემცვლელს ნდობის ახალი კრედიტი არ მისცეს“

Image

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს სტატუსს, სადაც ხსნის, რომ საქართველოსა და ცივილიზებული მსოფლიოს მტრის შესაძლო დაღუპვით გამოწვეული შეძახილი გასაგებია, მაგრამ ამ ეტაპზე პუტინის სიკვდილი კი არა, პუტინიზმის დამარცხება გვაძლევს ხელს.

 

„ერთი ნათელი მაგალითი, რატომაა ემოციურობა შეცდომების დაშვების წინაპირობა.

 

შევეცდები ავხსნა: უკვე მესამე დღეა ქართულ (და არა მარტო ქართულ) სეგმენტში სოციალური ქსელებისა მიდის აღტყინებული კამპანია, სიხარულით სავსე იმ გრძნობის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი (და საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს მტერი) პუტინი შესაძლოა მოკვდა.

 

სიხარული მტრის სიკვდილისა (თუნდაც სავარაუდოსი) გამო გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან პუტინის სიკვდილი ამ ეტაპზე, თუ კარგად დავაკვირდებით, შესახლოა აღმოვაჩინოთ, რომ არც თუ ისე სასურველია.

 

რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიკვდილით არ დამარცხდება ის სისტემა, ანუ პუტინიზმი, რომელიც მან შექმნა და ეს სისტემა მისთვის, ანუ პუტინიზმისთვის მისაღებ ახალ კანდიდატს მოიყვანს. მაგრამ ეს არაა ყველაფერი.

 

ყველაზე უარესი ისაა, რომ დასავლეთი ამ ახალ პრეზიდენტს მოუხსნის ყველანაირ წნეხს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა რამ, და გამოაცხადებს, რომ ახალ ლიდერთან პარტნიორობას აპირებს; სხვა სიტყვებით, პუტინის შემცვლელს ახალი ნდობის კრედიტს მისცემს მსოფლიო, და ეს ახალი პრეზიდენტიც ტკბილად, აუღელვებლად გაიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს და ნელ-ნელა ახალ პუტინად, ანუ ახალ პრობლემად გადაიქცევა.

 

ამ დროს თავისუფალი სამყარო, ჩვენი ჩათვლით, კიდევ ერთხელ პირშიჩალაგამოვლებული დარჩება და წლებისა და წლების შემდგომ თუ გამოაცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტიც თურმე არადემოკრატია. ამასობაში ჩვენთვის და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის არაფერი შეიცვლება და თუ შეიცვლება, მხოლოდ უარესისკენ.

 

ასე რომ, პუტინის სიკვდილი კი არ გვაწყობს, არამედ პუტინის დამარცხება გვჭირდება და თან არა მარტო პუტინის, როგორც პიროვნების, არამედ პუტინიზმის, როგორც სისტემის.

 

ამდენად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, უნდა ვინატროთ, რომ ის ცოცხალია, და რომ მსოფლიომ კიდევ მრავალი წელი არ დაკარგოს რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ანუ პუტინის შემცვლელის ნაძირლობაში დასარწმუნებლად.

 

დღეს მეფე შიშველია, და როგორც იქნა ეს დაინახა ყველამ. სჯობს გაშიშვლებული მეფე დამარცხდეს, ვიდრე ახალი, ჩაცმულ-დახურული მოვიდეს და სანამ ისიც გაშიშვლდება, ჩვენ და ჩვენნაირები დაიქცნენ.

 

ეს ნამდვილად ასეა.

 

და ზემოთთქმული კიდევ ერთი ნათელი მტკიცებაა იმისა, რომ იმპულსური სიხარული (როგორც მწუხარება) არც თუ ისე სანდო და მართებული რამეა.

 

P.S. და თუ პუტინი "გადადგა", ან "ავად გახდა და ძალაუფლება დატოვა", ან რამენაირად "წავიდა", უნდა ვიცოდეთ, რომ ეს FSB-ს სპეცოპერაციაა, რომ პუტინიზმი და არადემოკრატიული სისტემა რუსეთში გადარჩეს“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !