-
2015-03-13 00:24
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის პრესკლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ელიტაში სრულიად კონსოლიდირებული პოზიცია არსებობს უკრაინაში ლეტალური იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით.
„ბარაკ ობამას არ შეუძლია ამ განწყობებისა და პოზიციის იგნორირება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ლეტალურ იარაღს მიიღებს“, - თქვა სააკაშვილმა.
„მე ცხრა დღეა, რაც დავდივარ სენატისა და კონგრესის კომიტეტებს შორის და ვხედავ, რომ ამასთან დაკავშირებით იქ ერთიანი განწყობაა“, - დაამატა მან.
„აშშ-ის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა საზოგადოების განწყობას. ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ახლა ის 50/50-ზეა, ეს კი დიდი გარღვევაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26