
დეპუტატი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მას არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
"რაც არ მომწონს არ ვმალავ. თქვენ გგონიათ ის მომწონს, რომ ნატოში შევალთ? - ნატოში ვინ გვიშვებს ერთი ეს მითხარით. ნატოში შესვლა არ უნდოდათ ჩვენ წინამორბედებს? - 10 წელი ოცნებად იყო. არ მიგვიღო ამ ნატომ, არც მიგვიღებს, არ შეგვიშვებენ ნატოში.
მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. არ გვიღებს ნატო. გაირკვა ყველაფერი ხომ? ხან მაპ-ი მოიგონეს, ხან ის. 15 წელია ვცდილობთ? რამდენი ხანი?!", - განაცხადა თოფაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ნატო არ გვიღებს იმიტომ, რომ "იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები". "ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი", - დასძინა დეპუტატმა.