შაშკინი: "გეორგიევსკის ლენტს არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომთან, ის რუსეთის იმპერიის სიმბოლოა"

Image

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ ე.წ. გეორგიევსკის ლენტები 2006 წელს პუტინის დავალებით გახდა პროპაგანდის გავრცელების ახალი სიმბოლო და მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომთან.

 

“გეორგიევსკის ლენტი” ჩნდება ყველგან, სადაც რუსეთის იწყებს სეპარატისტულ მოძრაობებს.

 

სამწუხაროდ, თბილისის ქუჩებში ჯერ გამოჩნდა ბილბორდებზე რუსული ,,ტრიკოლორი“ - რუსული სახელმწიფო დროშა, ახლა კი გამოჩნდა რუსეთის იმპერიის სიმბოლო, “გეორგიევსკის ლენტა”. პოლიტიკაში ყველაფერს აქვს თავისი დატვირთვა, მათ შორის ფერებს და ფერების კომბინაციასაც. ძალიან ბევრმა არც კი იცის, რა არის ეს “გეორგიევსკის ლენტი” და რას ნიშვავს.

 

მე მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერ კავშირში არაა მეორე მსოფლიო ომთან. ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული ათიათასობით ებრაელი.

 

როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები.

 

ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონზე, რომ ,,გეორგიევსკის“ სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა.

 

მინდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემი დაიღუპა პოლონეთის გათავისუფლების დროს და აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც არის უშუალოდ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, მაგრამ ამ “გეორგიევსკის ლენტებს”, კიდევ ვამბობ, არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და ვერც ექნება. ბაბუაჩემს იმისათვსის არ უომია, რომ შემდეგ იმპერიის დროშიც ქვეშ უკრაინელები დაეხოცათ საკუთარ მიწაზე...", - წერს დიმიტრი შაშკინი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !