
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები ფულზე ჰყავს ნაყიდი და რომ 21 მარტი სწორედ ამ ნაყიდი ხალხის ერთობა იქნება, რომელსაც არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია.
„ნაციონალური მოძრაობას“ თავისი მხარდამჭერების უმრავლესობა, დაახლოებით 80 პროცენტი ნაყიდი ჰყავს ფულზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თავს მოიყრის რუსთაველი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქუჩა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არის გაყიდული.
ისინი არიან „გაყიდულ ადამიანთა ერთობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეუძლებელია თავმოყვარე ადამიანი ქუჩაში გამოდიოდეს რაიმე მოთხოვნით. 21 მარტის აქციას არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია“,-აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.