
რუსი დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი საკუთარ ვიდეობლოგზე ლევან ვასაძესთან საუბარს აქვეყნებს. საუბრის ბოლო მონაკვეთში ისინი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობენ.
ლევან ვასაძე ამბობს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუარესების გამო წინაინფარქტულ მდგომარეობაში იყო. მისი თქმით, შეუძლებელი და დაუშვებელია, ერთმორწმუნეები ერთმანეთს ეომებოდნენ და ანაწევრებდნენ სახელმწიფოს.
ლევან ვასაძე წუხს, რომ რუსეთში ჩასასვლელად ქართველებს ვიზა სჭირდებათ: "იმ ხნის განმავლობაში, რაც ასეა, მთელი თაობა გაიზარდა, ვინც რუსული არ იცის. აი, მე რომ თავისუფლად ვმეტყველებ რუსულად, ეს ცუდ ტონად ითვლება", - ამბობს ლევან ვასაძე. მისი თქმით, მთავარია იმის გარკვევა, რაც საქართველოში ხდება, არის თუ არა ქართველთა ნების გამოვლენა, ისევე როგორც რუსეთში:
"მთავარი ისაა, რომ ასეთი სიტუაციის მიუხედავად, ხალხში არაა სიძულვილის გამომხატველი განწყობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ჩვენი ხალხის ერთმანეთთან წაკიდება ვერ შეძლეს.