მამა პეტრე: სამარხვო სოსისები,ყველი,ნამცხვრები – იმათთვისაა, ვინც მხოლოდ გარეგნულად მარხულობს

Image

მამა პეტრე MYREST.GE-სთან საუბარში მარხვაზე, მის დანიშნულებაზე და სხვადასხვა სამარხვო კერძების შესახებ საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანმა მარხვის დროს კომფორტის შესაქმნელად გამოიგონა.

 

„თუ შენ მარხულობ და ლოცულობ, იცხოვრე შენთვის. ნუ აკეთებ ამას,რომ თითქოს მე მიდგები ჯიბრში. ასეთი ადამიანი უფრო მეტად დაშორდება ღმერთს. შემდეგ ადამიანები საკუთარ თავს ეკითხებიან „თუ მე ვმარხულობ, ვლოცულობ, ვცხოვრობ ეკლესიურად და მაინც არაფერი გამომდის, რა გამოდის?“ . ეს არის მარხვა თავის მოწონებისათვის და ასეთი ადამიანი ღმერთს უფრო და უფრო დაშორდება.

 

რაც არ უნდა მძიმედ ვიცავდეთ მარხვას, მას მაინც ვარღვევთ. მარხვა არ არის მხოლოდ საკვებზე უარის თქმა. მარხვა ეს არის განკითხვაზე, ჭორაობაზე, სიძულვილზე, შურზე, კამათზე უარის თქმა. ვინც თვლის, რომ მარხვა არ დაურღვევია ის ძალიან ცდება.

 

ვინც ფიქრობს, რომ მარხვა მხოლოდ საკვებზე უარის თქმაა, მან არ იცის მარხვის მნიშვნელობა. ყველა ადამიანს ქრისტესთან მისასვლელი თავისი ბილიკი გააჩნია. ჩვენ არ ვიცით ვინ რითი ცხონდება და ვინ რითი დაუახლოვდება უფალს. მთავარი ის არ არის ვინ რა შესცოდა, მთავარია ვის რამდენად დიდი მადლი გააჩნია ადამიანს ცხოვრებაში.

 

ჩვენ იმდენად კომფოტი შევიქმენით მარხვის პერიოდში და გამოვიგონეთ იგივე სამარხვო საკვები, რაც ადამიანს მარხვას უადვილებს. სამარხვო სოსისები, ყველი, ნამცხვრები - ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც გარეგნულად მარხულობს. მარხვა არ არის იმაზე ფიქრი თუ რა უნდა მიირთვა. მარხვა არის იმაზე ფიქრი, სულიერად რა უნდა მიირთვა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !