
ტვ "იმედის" ეთერში, გადაცემაში "იმედის კვირა" "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებული სენსაციური განცხადების შემდეგ პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს ადვოკატი გოგა ონიანი.
,,ვთვლი დადგა დრო აღსდგეს სამართლიანობა, სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით, მან უნდა დაასახელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ის თანამდებობის პირები, ვინც დაავალა აღნიშნული ავანტურული განცხადების გაკეთება, რაც აშკარად შეიცავს ცრუ დასმენის ნიშნებს.
საქართველოს პროკურატურას ვაძლევ ლოგიკურ დროს გამოძიების დასაწყებად, სხვა შემთხვევაში პროტესტს გამოვხატავთ არა სოციალურ ქსელებში არამედ მთავარ პროკურატურასთან, იქ სადაც პოლიტიკური დევნით არიან დაკავებული და რეალურ დანაშაულზე თუ იგი ხელისუფლებისგან მოდის, ყურს არ იბერტყავენ!!!“ - წერს გოგა ონიანი "ფეისბუქში".