
შეკითხვაზე, ერევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, გუბაზ სანიკიძე უარყოფითად პასუხობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, გავლენა აქვს პროცესებზე.
„მართავს რა, მის აზრს გავლენა აქვს და გავლენა როცა აქვს ადამიანს, ეს ქვეყნის მართვაზეც მოქმედებს. ბიძინას როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უდიდესი და მნიშვნელოვანი. ექნება თუ არა მას გავლენა, ეს თქვენზე, მედიაზეცაა დამოკიდებული.
რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა, მით უფრო გაიზრდება ეს გავლენა, ეს ბუნებრივია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „რეაქციაში“.