-
2015-03-06 22:24
„მე ველოდები კიდევ ჩანაწერებს, სხვათა შორის... ეს იმაზე მეტყველებს მხოლოდ, რომ ჩემი მორჯულება ძალიან ძნელია და ასე ცდილობენ...“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა „რეაქციაში“, როცა ინგა გრიგოლიამ მის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობილ ფარულ ჩანაწერზე დაუსვა შეკითხვა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, არაა გამორიცხული, კიდევ გამოქვეყნდეს ჩანაწერები და ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია, რადგან ჩანაწერებს ხელისუფლება არ დებს.
შეკითხვაზე, ხომ არ გაუნაწყენდა ბიძინა ივანიშვილი ჩანაწერის გამო, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი არ არის პატარა კაცი, რომ ამას აჰყვეს. მით უმეტეს, რომ ეს იყო დამონტაჟებული და მიჭრილ-მოჭრილი“.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიური კონტაქტი არა აქვს, მაგრამ როცა საჭიროა, პრობლემა არ არის. გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლოს საახალწლოდ შეხვდა, სხვა დროს კი არ აწუხებს, რადგან ის კერძო პირია და პოლიტიკაში არ ერევა.