
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი რომან გოცირიძე „ტაბულის“ ეთერში, გადაცემაში „თეორემა“ განმარტავს, რატომ არ არის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის და რატომ არის მოქმედი ხელისუფლება სუსტი:
“ საქართველო არ არის ინვესტირებისთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ აქ არის პოლიტიკური კონფრონტაცია, პოლიტიკური დაჭერები, საგარეო რეპუტაციის შელახვა, მმართველ გუნდში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, არაფორმალური მმართველობა, ნაკლებად ეფექტური მთავრობა, სუსტი საკადრო შემადგენლობა.
ადამიანები, რომლებსაც, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მინისტრები გახდებოდნენ. ასეთი ექსპერიმენტი რომ ჩაგვეტარებინა - ჩამოწერეთ, თქვენი წარმოდგენით, მინისტრთა კაბინეტი, ვინმეს მოუვიდოდა თავში რომელიმე მინისტრის გვარი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად?
ალასანიას გარდა, მთელი შემადგენლობიდან ერთ ადამიანსაც ვერ წარმოიდგენდით. ეს სუსტი ხელისუფლებაა“, - ამბობს გოცირიძე.