
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ - „სამართლიანია“.
მისი თქმით, „სააკაშვილი ცდილობს, ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს და პასუხისმგებლობას თავი აარიდოს“.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანა სააკაშვილმა საქართველო. თავისი უაზრო ქმედებებით მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაშალა და თავის უახლოეს მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის რადიკალურად გაურესება მოახერხა. ეს მისი სტრატეგიის სრულ ჩავარდნაზე მეტყველებს“ - განაცხადა კოსაჩევმა.
მან, საქართველოს ექს-პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს „სამწუხარო გადაწყვეტილება“ იყო.
„ჩემი მოსაზრებით, ეს უკრაინისთვის არალოგიკური და უპერსპექტივო ნაბიჯია“ - აღნიშნა კოსაჩევმა.
"ფრონტნიუსი"