
„ის რასაც სააკაშვილი აკეთებდა საქართველოში, არ იყო მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხუშტურები, არამედ იყო უფრო დიდი და სხვა ძალის სურვილი. და იმ ძალამ ახლა ისინი იქ ჩასვა... ვუსამძიმრებ უკრაინას...“, - განაცხადა ლევან ვასაძემ „რეაქციაში“.
„არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გახლიჩა სერბეთი... რომ არა კოსოვო, გარწმუნებთ, ეს არ მოხდებოდა...“, - თქვა ვასაძემ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა:
„რა, კიევის ცენტრის გადაწვა, ევრომაიდანზე რაც ხდებოდა, სამხედრო რევოლუცია, კი ბატონო, კორუმპირებული იანუკოვიჩის წინააღმდეგ, აშშ-მა არ მოაწყო? ვიქტორია ნულანდი დადიოდა და კიევის ცენტრში ფუნთუშებს არიგებდა... იანუკოვიჩი როგორ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ის იყო კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი... სლავები, ძმები ხოცავენ ერთმანეთს, როგორ შეიძლება ჩვენ აქ მხარე დავიკავოთ რომელიმე...“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.