
ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თავდაცვის სამისნისტროსთვის სურსათის მისაწოდებლად სახელმწიფო კომპანიის შექმნას ეხმიანება და პოზიციას "ფეისბუქზე" გამოხატავს.
"სოციალიზმი ბრუნდება!
თავდაცვის სამინისტროს სურსათით მოსამარაგებლად სახელმწიფო კომპანია შეიქმნა. მალე სამხედრო ფორმის შემკერავი კომპანიაც გაჩნდება, მერე გზების დაგებასაც სახელმწიფო დაიწყებს, ხვნა-თესვას უკვე ისედაც სახელმწიფო ტრაქტორები ეწევიან, რომლებიც ორი თვე მუშაობენ და ათი თვე გზისპირად დგანან საჩვენებლად უსაქმოდ ( ეს უკანასკნელი, წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილი სასიამოვნო საჩუქარია ამ ხელისუფლებისდმი). რამდენი "რაციონალური" იდეა მოუვათ თავში, რომ კერძოს ნაცვლად სახელმწიფომ აკეთოს.
"მერე არ იკითხოთ, რა ემართება ლარსო!"
ეს მისამღერი ექნება ჩემს პოსტში ყველა იმ თემას, რომელიც სახელმწიფოს მიერ კერძო, ჯანსაღი საბაზრო მექნიზმების ჩანაცვლებას შეეხება....სანამ ლარი მართლა არ დასტაბილურდება!..", - წერს რომან გოცირიძე.