
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ "ესპრესო ტვ"-ს და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. სააკაშვილი მასზე არსებულ წარმოდგენებს და არჩევნებსაც შეეხო, რომელიც მისმა ხელისუფლებამ წააგო.
"მე ხშირად მსაყვედურობდნენ: შენ არ ხარ მთავარი არქიტექტორი, შენ არ ხარ მთავარი „პრარაბიო“, ჩემზე ამბობდნენ გიჟია, თორემ რატომ დარბის ამდენს, ნარკომანია და ღამეები იმიტომ არ სძინავსო, ამ დროს არის უდიდესი სიამოვნება აშენო ახალი ქვეყანა, ეს არის ისეთი რამ, ისეთი უნიკალური შანსია, რომ რა თქმა უნდა ღამეები არ უნდა გეძინოს.
ასე ვიქცეოდით ყველა ერთმანეთის პარალელურად, უნისონში. ჩვენი მამოძრავებელი იყო იმის განცდა, რომ დრო გვქონდა ცოტა და ბევრი უნდა მოგვესწრო, ჩვენ უნდა გაგვესწრო რუსეთისგან", -
"რატომ წავაგეთ არჩევნები? რაღაც პერიოდის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფლება ბეზრდებათ. არის 2 გამოსავალი: არაფერი აკეთო და დაკარგო რეიტინგი, საქმე გააკეთო და მაინც დაკარგო რეიტინგი. აქედან არჩევანი ერთ-ერთის სასარგებლოდ უნდა გააკეთო.
მეუბნებიან – რატომ წააგეთ არჩევნები, როცა თქვენმა ხელისუფლებამ ამდენი გააკეთაო, ჯერ ერთი რაც გავაკეთეთ ყველაფერი კარგად არ გაგვიკეთდებია...
კი, ჩვენი რეფორმები და ჩვენი გაკეთებული საქმე დაინახეს, მათ შორის ქვეყნის გარეთ... არჩევნები წავაგეთ იმიტომ, რომ ბოლოს არჩევნებს ყველა აგებს".