-
2015-02-08 21:14
სოსო რობაქიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა, რომ პირადად მას კითხვები აღარ რჩება მას შემდეგ, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს მოუსმინა.
„მან დარეკა ირაკლი ფირცხალავასთან და ფირცხალავა ის კაცი არ არის, ყურმილი აეღო, მას რომ ეპასუხა, ეგ გამიკვირდებოდა, რომ არ უპასუხა, უკვე ნათელია ყველაფერი: 19 იანვარი იყო ნათლისღება, 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ამ დღეს პაროლით თავისუფლად შეიძლებოდა დარეკვა: აი, დღესასწაულს გილოცავ და ასე შემდეგ...“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
სოსო რობაქიძის განცხადებით, ძალიან მალე ცნობილი გახდება დამკვეთების ვინაობაც: „მე რა პროგნოზიც გამოვთქვი, ყველაფერი ახდა და ახლაც გეუბნებით: ძალიან მალე გავიგებთ დამკვეთების ვინაობასაც“, - თქვა „იმედის კვირაში“ სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული გიორგი სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებით, სოსანაშვილი და ფირცხალავა მეგობრები არ ყოფილან, მაგრამ ერთმანეთს იცნობდნენ, როგორც შსს-ს ძველი თანამშრომლები:
„ირაკლი ფირცხალავას გარდა, მან რამდენიმე სხვა ადამიანსაც დაურეკა და ნათლისღება მიულოცა, თუმცა ფირცხალავამ მას იმ დღეს არ უპასუხა, მეორე დღეს დაურეკა და მოიკითხა, ვინ ესაუბრებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მას უთხრა, ვინც იყო, აუხსნა, რომ მისალოცად დაურეკა და საპასუხოდ მილოცვაც მიიღო“, - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ "იმედის კვირაში".