ცოტნე გამსახურდიას აინტერესებს, რატომ არ ასრულებს პროკურატურა პარლამენტის 2011 წლის დადგენილებას

Image

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქში" აქვეყნებს საკუთარ განცხადებებს, რომლითაც მან მთავარ პროკურორსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა. "მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?", - წერს ცოტნე გამსახურდია.

 

"ძვირფასო საზოგადოებავ!

 

დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის,არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან...

 

არც "ოცნების" ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა - ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.

 

საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე , რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან - გარდა ერთისა:

 

ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება. 

 

წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება...

 

მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !