-
2015-02-08 02:45
"რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტის ვლადიმერ ხომერიკის განცხადებით, რუსეთი რომ აგვისტოს ომის დროს თბილისში შემოსულიყო, შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო საქართველოსათვის,
"რადგან ასეთ შემთხვევაში აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ მოხდებოდა და საქართველო ისევ ერთიანი იქნებოდა! სააკაშვილის დამხობა პრობლემა არ იქნებოდა, მაგას ჩამოკიდებდნენ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება თბილისში დიდ მსხვერპლს მოერიდა",- აცხადებს ხომერიკი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღადგინა და ხელისუფლებები ერთმანეთს არ დაელაპარაკნენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს.
ხომერიკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში ამერიკას ადანაშაულებს: „ეს არის ერთადერთი რეალობა! თქვენ ხედავთ რა დღეში ჩააგდეს საცოდავი უკრაინა ამერიკელებმა - რაც საქართველოს დამართეს, იგივე ჩაიდინეს უკრაინაშიც და დაშალეს ქვეყანა.
კიევის მახლობლად ნაციონალების ერთი ბატალიონია დაბანაკებული, სადაც დივერსანტებს ამზადებენ. ეს არის სააკაშვილის ნიშანი საქართველოში დარჩენილი ბანდიტებისთის -„ჩვენ ძალებს ვიკრებთ და შეგვიძლია, დავბრუნდეთ საქართველოში",-აცხადებს ხომერიკი.