ნიკა გვარამია: "ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება: ან ხელისუფლება გახდება უფრო მობილური, ან ის შეიცვლება" (ვიდეო)

Image

"ხელისუფლება დიდად არ გვწყალობს ჩვენ, მაგრამ მართალი გითხრათ, ეგ არც გვჭირდება - არც ჩვენ ვწყალობთ მას, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია უსამართლოდ შეგვიქმნას უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე შეგვიძლია ჩვენ - მას შევუქმნათ", - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "Forbes Georgia"-სთან საუბარში განაცხადა.

 

ნიკა გვარამიას თქმით, "რუსთავი-2"-ის სარედაქციო პოლიტიკა თვისობრივად განსხვავდება ხელისუფლების იდეოლოგიისაგან, რომლის საგარეო ვექტორი გაურკვეველია, ხოლო ბუნებით ხელისუფლება მკვეთრად მემარცხენეა, კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა კი - მემარჯვენე. 

 

ნიკა გვარამია ინტერვიუში ამბობს, რომ წინა ხელისუფლება ფარულ მოსმენებს იყენებდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართაც და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მან დაუშვა. გვარამიას თქმით, მას არ მიუღია გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ იმ შეცდომის ნაწილი თვითონაც ყოფილა. 

 

თუმცა, ნიკა გვარამიას თქმით, ამ ხელისუფლებას უკვე აქვს ის გამოცდილება, რაც წინა ხელისუფლებისთვის სავალალოდ დასრულდა, მაშინ როცა წინას ეს გამოცდილება არ ჰქონდა: "ფაქტია, რომ სავარაუდოდ, არანაკლები მასშტაბებით იყენებენ ამ მხრივ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომელზე საუბარიც ამ შემთხვევაში კონკრეტულად არ შემიძლია, მაგრამ შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, მეორე დღესვე გვეცოდინება - ვის იწერდნენ, რამდენს იწერდნენ და რა საშუალებებს იყენებდნენ", - ამბობს "რუსთავი-2"-ის გენდირექტორი.

 

მისივე თქმით, ერთადერთი თემა, რასაც ხელისუფლება ახლა "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ ამუშავებს, სამოქალაქო სარჩელია კომპანიის მესაკუთრეობის ფორმასთან დაკავშირებით, რათა პრობლემები შეუქმნან ამჟამინდელ მფლობელებს. 

 

forbs.ge-ს ვიდეო: ფრაგმენტები ინტერვიუდან

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !