
ახალი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პირველ ვრცელ ინტერვიუში გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობის გეგმის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა და ახლაც არსებობს.
ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს და ეს პარტია ქვეყანაზე არ ფიქრობს. გომელაურის თქმით, არეულობას არ დაუშვებენ.
შს მინისტრი ინტერვიუში სამსახურიდან დავით ცინარიძის შესაძლო გათავისუფლების სესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო.
მისივე თქმით, შსს-დან გარკვეული ინფორმაციის გადინება ხდებოდა და ამ მხრივ კონტროლი გამკაცრდება, ხოლო ცინარიძის საკითხს გენინსპექცია გადაწყვეტს.