
საქართველოს პარლამენტის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გივი ტარგამაძე წერს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა დაიწყო.
"გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა გაცხადდა. დილიდან დააკავეს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახა ნაკანი, ყოფილი სპეცრაზმელი დათო ალელიშვილი, ყოფილი დეტექტივი ლევან ბეროძე.
9 თებერვლის ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი 21-ე საუკუნის საქართველოს მსხვერპლშეწირვის რიტუალი. კრიმინალმსც შაეწირებით! ოღონდ იცოდეთ, არ შაეწირებიან. ამ დღეს ხშირად გაიხსენებთ, ბიძინა და მონებო", - წერს "ფეისბუქში" გივი თარგამაძე.