დავით ზურაბიშვილი: ეს ანტიენჯეოშნიკური კამპანია 2030-ის დიადი ექსპერტების მონაწილეობით ანტისახელმწიფოებრივია

Image

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქში" არასამთარობო ორგანიზაცია "2030"-ის ექსპერტებს "ყეყეჩებს" უწოდებს და წერს, რომ მათი "ანტიენჯეოშნიკური კამპანია" ანტისახელმწიფოებრივია. ზურაბიშვილის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ეს ანტიენჯეოშნიკური კამპანია 2030-ის დიადი ექსპერტების მონაწილეობით არის:

 

ა) უაღრესად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური';

 

ბ) ანტიდასავლური განწყობილებების გამღვივებელი და პრორუსულ-ფაშისტოიდური ჯგუფების ინტერესების შესაბამისი;

 

გ) უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი.

 

სხვა რა ვთქვა? ნოდარ დუმბაძის ცნობილი ეპიზოდი მახსენდება მხოლოდ, სანადიროდ წასული ილარიონი და ზურიკელა კურდღლის ნაცვლად საწყალ მურადას რომ შეიწირავენ და მერე ილიკო რომ დეპეშას გამოგზავნის: ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ", - წერს დავით ზურაბიშვილი. 

 

მოგვიანებით, კომენტარებში ის პასუხობს მოსაზრებებს, რომელთა თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან გარიგებებში არიან დადანაშაულებული. მაგალითად, ქეთი ნემსაძე ზურაბიშვილის სტატუსს ასე პასუხობს:

 

"ძალიან ცდებით, ანტიენჯეოშნიკური კი არ არის, იმ კორუფციული სქემების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომლითაც ბოკერია და მისი თანაგუნდელები ფაქტიურად მთელ არასამთავორბო სექტორს აკონტროლებდნენ, ისე როგორც ყველა სხვა სფეროს.

 

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მათ ექვემდებარებოდათ, ამ ნაწილს თავის ნებაზე მიუშვებდნენ? ძალიან სწორი და კარგი ქმედება დაიწყო და იმედია, მივა ბოლომდე", - რასაც დავით ზურაბიშვილის პასუხი მოსდევს:

 

"რა კორუფციული სქემები? ეს არის სისულელე. იმდენიც არ იციან ამ კამპანიის ავტორებმა, რომ მაგალითად ევრაზიის ფონდი ამერიკული ფონდია, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდება და შვედეთის მთავრობის ინსტრუქციებს არ ასრულებს";

 

დავით ზურაბიშვილის სხვა კომენტარები:

 

"უკაცრავად, მაგრამ რაც მე დღეს მოვისმინე იმედზე, ეს კვლევა კი არაა, არამედ კორუფციაში ბრალდება, რომელიც წაუყენეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკის დემოკრატიულ პარტიას და კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

 

და მართალი გითხრათ, ბასილ მკალავიშვილის დონის განაზრებები არასამთავრობოთა ძირგამომთხრელ საქმიანობაზე სერიოზულ განხილვის საგნად არ მიმაჩნია";

 

"რაც 17 საუკუნეში ვერ გვავნეს, ნაცებს უქნიათ თურმე 9 წელიწადში. აი, რა გინდა რომ თქვა? ისეთ დონეზეა ანტინაცური ისტერია, რომ ბევრს უკვე სერიოზულად ჰგონია, თითქოს კაცობრიობის ისტორიას ნაცმოძრაობის მმართველობაზე უფრო დიდი უბედურება არ უნახავს. რა ჰიტლერი, რის პოლ პოტი...";

 

"კორუფციაში ბრალდება არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთაც აქვთ დასავლეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკა და რომლებიც სარგებლობენ დასავლეთის განსაკუთრებული ნდობით ამ ქვეყანაში. 

 

გარდა ამისა, კორუფციულ სქემაში მონაწილეობა დაბრალდა შვედეთის მთავრობას, ამერიკის მთავრობის დაფუძნებულ ფონდს და ამერიკის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას საქართველოში.

ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის, რომ ეს არ არის ანტიდასავლური კამპანია და აბა რა არის?

და მთელ ამ ქვეყნებს და ორგანიზაციებს რომ თურმე მიშა და ბოკერია ატრიალებენ თავის იშტაზე, ის კიდევ ცალკე ამბავია..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !