-
2015-02-01 03:10
"სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ. კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთაველის ძეგლთან გამართულ მიტინგზე.
"ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის თქმით, როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ეროვნულმა ძალებმა უნდა წამოიწიონ, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით საქართველოს გადაარჩენენ.
ინაშვილის თქმით აქციის მიზანია, ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა.
"ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ ვეღარ შეძლოს ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.