
ადვოკატი ოთო კახიძე „არჩევანში“ აცხადებს, რომ პოლიციელები არ უნდა შეუშინდნენ წარმატებულ წინამორბედთან კონკურენციას და ყველა დანაშაული უნდა დააფიქსირონ, ამასთან, ბრძოლა გამოუცხადონ დანაშულის გამოვლინებას.
ოთო კახიძე ახალ შს მინისტრს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს სტატისტიკის გაყალბებაზე, რამაც მიზანმიმართული სახე მიიღო:
„ბრალდებულთა რაოდენობა იზრდება, დანაშაული კი ვითომ კლებულობს - ეს არის გაყალბების პირველი მაჩვენებელი. ამასთან, როცა პოლიციელისგან მენეჯერი მოელის დანაშულის დაბალ მაჩვენებელს და კლებას, ბუნებრივია, ის პოლიციელი დაინტერესებული იქნება, დამალოს დანაშაული. შესაბამისად, მოქალაქეც აღარ მიაწვდის ინფორმაციას პატრულს, თუ არ ექნება იმედი, რომ იქნება რეაგირება დანაშაულზე.
ყველამ ვნახეთ ფაქტი, რომ სამართალდამრღვევს გაუზიარეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინც ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. ამ შემთხვევაში ეს არ იყო დიდი სამართალდარღვევა, საქმე ეხებოდა ავტომანქანის პარკინგს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ დამნაშავე უფრო საშიში ყოფილიყო და მას მიეღო ინფორმაცია, ვინ ამხილა... ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა ოთო კახიძემ.