
“ასფალტების ტენდერების გადაწყვეტაში ნარმანია სუს-ის ოფიცრებს რომ ეკითხება, ყოველ დილა საღამოს სუს-ის ოფიცრებთან ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, იქ ასფალტი დავაგო თუ არაო”,
-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ფიქსირდება “კორუფციის მეტასტაზები”.
“ერთ რამეს ვიტყვი, ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით, ასფალტების ტენდერების გადაწყვეტაში ნარმანია სუს-ის ოფიცრებს რომ ეკითხება, ყოველ დილა საღამოს სუს-ის ოფიცრებთან ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, იქ ასფალტი დავაგო თუ არაო. სუს-მა და ყველაფერმა დანარჩენმა...
კორუფციამ, ქვეყანაში მეტასტაზები წავიდა იქ, რისი მონაპოვრებიც ჰქონდათ გინდაც ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლებს. ჯარში არ წასვლაზე ფულის გადახდები მიდის. კეზერაშვილი მომპარავს ფულს თუ თამაზაშვილ-ჯანყარაშვილი ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მიაქციეთ ყურადღება ამას!”,-განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, “აიპრესი” თბილისის მერიისგან შეეცადა დავით ნარმანიას კომენტარის გაგებას. კითხვის დასმის შემდეგ, მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გაარკვევდნენ, გააკეთებდა თუ არა დავით ნარმანია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს. მოგვიანებით კი მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მერიისგან და ნარმანიასგან კომენტარს ვერ მივიღებთ, “რადგან გვიანია”.
წყარო: ipress.ge