-
2015-01-25 23:48
რუსეთის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი, ყოფილი დეპუტატი სერგეი მარკოვი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განვითარებას პროგნოზირებს:
„ნოვოროსიის არმიის მიერ მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთზე კოლოსალური ზეწოლა დაიწყება და ახალი სანქციები ამოქმედდება, სლავიანსკის გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად იქნება. ზაპოროჟიისა და ყირიმის დერეფნის გათავისუფლების შემდეგ რუსეთს ომით დაემუქრებიან.
ხარკოვისა და ოდესის გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი პირიქით იქნება, დაიწყება მოლაპარაკებები და გაცვლა. ევროკავშირის ყველა სანქცია შეიცვლება, აშშ რაღაცას მაინც დატოვებს, სახის შესანარჩუნებლად.
ხუნტა ხელუსფლებას ჩამოშორდება, უკრაინა გახდება დემოკრატიული და ფედერაციული. ყველაფერი ეს კიევის აღების სანაცვლოდ. რადგან დასავლეთს შეეშინდება, რომ მისი პოლიტიკა რუსეთთან უკრაინის დიდი ნაწილის მიერთებას გამოიწვევს“, - წერს მარკოვი.