
„თითქოს, ტელევიზიებს პირდაპირ არავინ ერჩის. არადა, "ჩამოიშალა" მთელი სატელევიზიო სივრცე. საითაც გაიქცევი, იქით წაიქცევი“, - მედიაექსპერტ ია ანთაძის ამ სტატუსს „ფეისბუქში“ მწვავე კამათი მოჰყვა, რომელშიც ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ასევე სხვა აქტიური ფბ-იუზერები მონაწილეობდნენ.
სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ია ანთაძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა: „პირდაპირი წნეხის პირობებში ერთი ტელევიზია მაინც რჩებოდა/ჩნდებოდა ხოლმე ღირებულებების ერთგული, ახლა - რომელია ასეთი?“
ერთერთმა აქტიურმა იუზერმა, რომელიც, როგორც ჩანს, ღირებულებების ერთგულად „რუსთავი-2“-ს მიიჩნევს, იკითხა: „რა მოუვიდა „რუსთავი-2“-ს? რასაც ია ანთაზის ირონიული პასუხი: „ახლა მოუვიდა?“ მოჰყვა.
ამის შემდეგ დავაში „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი ჩაერთო:
„რუსთავი 2“ ისევ ღირებულებების ერთგულია- შესაძლოა თქვენ ეს ღირებულებები არ მოგწონთ- მაგრამ მაინც...“
ანთაძე: „გიორგი, სწორედ რომ არ მომწონს. "ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ" ღირებულება ვანოს შოუს ღირებულებაა და ნიუსრუმის“.
ლაფერაშვილი: „მე სხვა ღირებულებებზე ვსაუბრობ- ევროინტეგრაციის კურსი , დეოკუპაცია, სტრატეგიული პარტნიორების მნიშვნელობა. სარედაქციო პოლიტიკაზე ვიდაოთ რამდენიც გნებავთ- გემოვნების საკითხია“.
ანთაძე: „გიორგი, ევროპა სიტყვით გიყვართ თქვენ და საქმით ვანოს შოუს პრინციპებით მუშაობთ. ქარტიას რატომ ვერ ეკარებით?“.
ლაფერაშვილი: „ია, თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ- ერთერთი პირველი პრეზენტაცია როცა ქარტია იქმნებოდა, სწორედ „კურიერის“ ნიუსრუმში გქონდათ. და ჟურნალისტების უმეტესობა პირველივე დაძახებაზე გაწევრიანდა. "ვანოს შოუს“ პრინციპებით" მუშაობთ - კი ცოტა "არასამართლიანი" მგონია იმ ფონზე, როდესაც ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება საეჭვო ღირებულებების, სიძულვილის ენის, და ასე შემდეგ იმ გამოცემებში, რომელთა არსებობა არ "გაღიზიანებთ" რ2-ისგან განსხვავებით....
და თუ ვინმე შერჩევითობაზე დაიწყებდა საუბარს- ერთდერთ კლასიკურ მაგალითად მე პირადად სწორედ თქვენ განგიხილავდით. განსხვავება ისაა, რომ მე- და ჩემი კოლეგები უკვე მრავალი წელია ვაკეთებთ იმას- რაც სწორად და ღირებულად მიგვაჩნია- და ამ კურსიდან არ გადაგვიხვევია- ხოლო კითხვაზე- რას აკეთებთ თქვენ- პასუხი ჩემთვის არაერთმნიშვნელოვანია.
რ2თან მიმართებაშიც არ გაქვთ ერთიანი ხაზი- როდესაც ივენთია გასაშუქებელი- მაშინ მისაღებია ჩვენი ნიუსრუმის ღირებულებები- როდესაც ფბ- ზე მორიგი შოუა მოსაწყობი- მაშინ არა. ჩამოყალიბდით ჩვენთან მიმართებაში, თორემ მსხვა არაფერი - მე ვინ ვარ, რომ თქვენი პოზიცია ან გავაკრიტიკო, ან არჩევანი დაგიწუნოთ...“
ანთაძე: „გიორგი, "კურიერის" ნიუსრუმში ის შეხვედრა როგორ დამავიწყდება? პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა აბსოლუტურად ცივი და უცხო თვალებით მიყურებდნენ ჟურნალისტები - არც მე ვიცნობდი ვინმეს მათგან და არც ისინი მიცნობდნენ, ვინ ვიყავი.
მით უმეტეს, არ აინტერესებდათ, რაზეც ველაპარაკებოდი და ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვენგან ქარტიას ხელი მოაწერა, მაკა ფანქველაშვილი იყო. რაც შეეხება "ივენთებს", მაჩვენეთ ერთი ლინკი, ჩვენი რა "ივენთების" გაშუქებაზე დახარჯეთ დრო და ენერგია?! მე რომ გიწვევდით - ისევე, როგორც ვიწვევდი ყველა სხვას - ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მოდიოდით და რამეს აშუქებდით.
ტელევიზიების მონიტორინგის პრეზენტაციაზე ნიკა გვარამია რომ მოვიდა და სასიამოვნო ინფორმაცია წაიღო, ეგ იყო ერთადერთი გამონაკლისი“.
ლაფერაშვილი: „აუცილებლად გადავცემ თქვენს შთაბეჭდილებებს იმ ჟურნალისტებს, რომელსაც "არ იცნობთ". თურმე. მაგ სიმართლის სტანდარტების დამკვიდრებისკენ თუ მოგვიწოდებთ რაც ეხლა ამ ერთ პატარა და ძალიან დაბოღმილ კომენტარში იყო- ნამდვილად არ ღირს დებატები:)
მითუმეტეს რაიმე ფორმით თქვენი აზრის გაზიარება. ეხლა მაპატიეთ- დატვირთული დღეა ინფორმაციულად თქვენთვის ესოდენ საძულველ ნიუსრუმში. ალბათ რამე საქმე თქვენც გექნებათ“.
ია ანთაძემ გიორგი ლაფერაშვილთან დავა ასე დაასრულა: „როგორი გულისმომკვლელი პოსტი დავწერე (ჩემთვის გულისმომკვლელი) და რა უაზრო კამათში გადაიზარდა ამ სერიოზული პრობლემის განხილვა. არ არის ჩვენი საშველი!..“
„რუსთავი2“-თან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ: „რუსთავი 2 მინიმუმ ბოლო 15 წლის მანძილზე არის პირველი ტელევიზია საქართველოში - თავისი პოპულარობით, პროდუქციის ხარისხით, გავლენით (თითოეულ ცალკე აღებულ ტელევიზიასთან შედარებით) და, რაც არსებითია, შეუძლია ფორმის შენარჩუნება“, ხოლო ახლადგამოჩენილი პოლიტოლოგი გია ნოდია დავის კომენტარებიდან გამომდინარე, დაინტერესდა: "ვანოს შოუს ღირებულებებს" რა უჭირს?“
მას ია ანთაძემ უპასუხა: „ბატონო გია, ნიუსის წამყვანი "ვანოს შოუს" წამყვანის ტექსტით რომ საუბრობს, არ არის პრობლემა?“
ნოდია: „არ ცივი, პრობლემაა თუ არა. ზოგადად, ირონია დასაშვებია თუ არა ნიუსის წამყვანისთვის? მე მგონი, კონტექსტს გააჩნია: შეიძლება, იმ კონტექსტში არ ყოფილიყო სწორი, მაგრამ ასე ზუსტად არ მახსოვს. ჩემი შეკითხვა სხვა რამეზე იყო: ვერ გავიგე, რას ნიშნავს"ვანოს შოუს ღირებულებები".
ანთაძე: „ბატონო გია, პრინციპებზე დავა საინტერესო საქმედ არ მიმაჩნია. ვერ ვიდავებ იმის შესახებ, "კურიერი" კარგ ახალ ამბებს აკეთებს თუ ცუდს...“.