
მსახიობმა ია ფარულავამ „ფეისბუქზე“ წლების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და მონაწერი გაუკეთა:
„მაშინ მოდაში იყო კინოფილმი „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ და ვინც უფრო მეტად ჰგავდა ბოშას, მით უფრო ლამაზი იყო,“ - წერს ია.
„ველური სილამაზეა,“ - დაწერეს მეგობრებმა.
„ამ ფოტოზე ლამაზ იას კი არა, თვეების დაუბანელ და დაუვარცხნელ იას ვხედავ“, - სოციალურ ქსელში გაჩნდა ასეთი კომენტარიც.
აღნიშნულ კომენტარს იას მეუღლე, ტარიელ სუარი გამოეხმაურა.
„ასეთი დაუბანელი რომ მენახე, დიდხანს ვიფიქრებდი, მომეყვანე თუ არა ცოლად, ახლაც ასეთი დაუბანელია, გვერდზე მიწევს და ყარს,“ - იხუმრა მან.
ია მეუღლის კომენტარს იუმორით შეხვდა, თუმცა სთხოვა წაეშალა.
ცოლ-ქმრის ხუმრობა სოციალურ ქსელში აიტაცეს.
„არ არსებობს კაცი ამ ქვეყნად, რომელიც ამ დაუბანელ გოგონაზე არ ოცნებობდეს“ - ასეთ დასკვნამდე მივიდა იას ერთ-ერთი მეგობარი.