
რამდენიმე დღის წინ მომღრალი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მას ბინა აჩუქეს. წუხელ „ნანუკას შოუში“ ეს ფაქტი დადასტურდა.
როგორც ჩანს, მაყურებლებში გადაცემამ ძლიერი ემოციები გამოიწვია.
სოციალურ ქსელში მალევე გაჩნდა სამადლობელი პოსტები. ზოგიერთმა ნანუკას საკუთარი ემოციებისგან დაბურძგლული ხელის ფოტოებიც დაუდო, რამაც წამყვანი ძალიან გაახალისა.
„ყველაზე მაგარი იცით რა არის? ასე რომ გიხარიათ ეს ყველაფერი! აი ესაა მაგარი! რა მაგარია ამდენი რომ ხართ!
აი ამდენი, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ! მიყვარხართ მე თქვენ ყველა გულში! საქართველოს ბანკს კიდევ ერთხელ ვეტყვი მილიონ მადლობას და წავედი ახლა მე!
მერე რა, რომ ვიცოდი! მერე რა, რომ უკვე ნანახი მქონდა! ზუსტად ისე ვინერვიულე დღეს, როგორც მაშინ, ბინის გადაცემის დროს. მადლობა თქვენ გულწრფელი სიხარულისთვის! ძალიან დიდი მადლობა!", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.