
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია , საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრის ვქიტორ დოლიძის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც დოლიძე "რუსთავი2"-ს მოუწოდებს შიდასახელისუფლებო დაირისპირებების თემა დახუროს.
გვარამია დოლიძის განცხადებას "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება და წერს: "ვიკა დოლიძე მოგვიწოდებს პრეზიდენტის და მთავრობის დაპირისპირების თემა დავხუროთ. ბატონო ვიქტორ, როდესაც და რამდენჯერაც რ2მა რამე თემა დახურა (და, სამწუხაროდ, იყო ამის პრეცედენტები) ხელისუფლებასაც ავნო, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ასე რომ, გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ვერ გავიზიარებთ.
ჩვენი საქმე არა საკითხების დახურვა, არამედ გასაჯაროვებაა. და ასე იქნება თქვენ რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით (და სავარაუდოდ თემის დახურვას აღარ მოგვიწოდებთ), მაშინაც"-წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის მიერ გაკეთებულ უელსის სამიტზე პრეზიდეტსა და სამთავრობო გუნდის კომუნიკაციის არქონასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა. დოლიძემ მოუწოდა "რუსთავი 2"-ს შიდა დაპირისიპრებაზე საუბარი დახუროს.