
ამ განცხადების ავტორი „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძეა, რომელიც არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში კრიტიკულად აფასებს.
„ეს იცით რა ქვეყანაა??? სადაც კომუნისტები მორწმუნეებად გადაქცევას ლამობენ, „ნაცები“ ეროვნული მოძრაობით იმუქრებიან, ქალაჩუნები ძველბიჭობენ, კახპები პატოსნობანას თამაშობენ, მშიშრებს მამაცებად მოაქვთ თავი და ასე შემდეგ.
მთელი ქვეყანა სავლეობიდან პავლედ გადაქცევას ცდილობს, ოღონდ მოჩვენებითად.
სულის სიღრმეში კვლავ სავლეებად რჩებიან და ამიტომაა ჩვენი საქმე ისე, როგორც არის!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.