რას ჰყვება ნარკოლოგიურში 8-საათიანი ყურყუტის შემდეგ ნიკა ქავთარაძე

Image

 დღეს დილით იუმორისტ ნიკა ქავთარაძის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოჩნდა.

 

 

„აი, ასე, ბორკილებით ვიჯექი გუშინ თითქმის 8 სააათი პატრულის მანქანაში. სრულიად უმიზეზოდ ძალიან მალე მოგიყვებით დეტალებს ამ "სპეც- ოპერაციის" შესახებ“, - წერს ქავთარაძე.

 

იუმორისტის ასეთ განცხადებას უამრავი დაინტერესებული კომენტარი მოჰყვა, რომელზეც ქავთარაძემ უპასუხა, რომ მოგვიანებით ყველაფერს დეტალურად მოჰყვება.

აი, რას ჰყვება ნიკა ქავთარაძე:

 

„ქუთაისში მეგობრებთან ვიყავი და დღისით, 4 საათზე, ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ოფისთან ვიდექით, ველოდებოდით, როდის გამოვიდოდა, ჩვენ უნდა შევსულიყავით.

 

ტროტუარზე ვიდექით ოთხნი: მე, "რუსთვაი 2"-ის თანამშრომელი, თემუკა პატარიძე და კიდევ ორი ჩვენი მეგოარი. გაიარა საპატრულო მანქნანამ, ჩვენთან შეანელა, წერეთლის ქუჩაზე, მერე წავიდა მოშორებით დაარტყა წრე...

 

მოგვესალმა და საბუთები მოგვთხოვა. რასთან დაკავშირებით-მეთქი,  რომ ვუთხარი, თქვეს, რომ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ თქვენ ხართ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშო. გამოგვართვეს საბუთები დაიწყეს შევსება და ადმინისტრაციული წესით გვაპატიმრებდენ. მე ვუთხარი, რომ 42- ე მუხლის გამოყენებას ვაპირებ და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემ-მეთქი. ძალიან ცუდი შენთვისო.

 

რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ საბუთები შეავსო, დაგვადეს ბორკილები ოთხივეს და პატარა ქუჩაზე, სადაც უამრავი მანქანა დადის, რაც შეიძლება დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, თავზე ხელის დადებით, კინოებში რომ არის, ისე.

 

ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვიყვანეს მანქანიდან, მოგვხსნეს ბორკილები, შემდეგ კიდევ დაგვადეს, ალბათ, სხვა ხალხსაც რომ ენახათ. წაგვიყვანეს ნარკოლოგიური ტესტირება სადაც კეთდება იქ, და გზაში გვითხრეს, რომ ეს არ არის თბილისი და თუ თვქენ "ამოგივარდებათ",  ქუთაისში სხვა წესებია, მაგრამ გაატარებთ დროს კაპეზეზე და სასამართლო შედგება ხვალო.

 

ეს დამატებითი სტრესისთვის. 8 საათის განმავლობაში იქ ჩვენი ტესტირება ვერ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა, შEუძლებელი იყო კვება. სატელეფონო ზარები გარკვეულწილად შესაძლებელი იყო. ამასთან, დენი სამჯერ წავიდა. უბრალოდ, გაიწელა ეს პროცესი... 8 საათის განმავლობაში ჩვენი, როგორც დაკავებულების უფლებები მუდმივად ილახებოდა.

 

ჯერ ერთი მეგობარი შევიდა, რომელიც „სუფთა“ აღმოჩნდა და გამოუშვეს, მეორე შევედი მე. დაიწყო ტესტირება: გაკეთდა 10 ტესტი ყველა ტიპის ნარკოტიკზე, ყველაფერში უატყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ "სუფთა" ვიყავი.

 

მარიხუანის 2 ტესტი იყო, ერთში "სუფთა" ვიყავი, მაგრამ მეორე ტესტის გაკეთებისას თვითონ ექსპერტმა როგორც თქვა, რაღაც არასწორად "დაასველა", რის გამოც ვერ შრებოდა. მოკლედ, შეცდომის გამო მეორედ გაკეთდა... გადასაზუსტებლად ისევ გაკეთდა და მარიხუანაზე სულ 6 ტესტი გამოვიდა. მას მერე, რაც ''სუფთა'' აღმოვჩნდი, პატრულმა საბუთების შევსება დაიწყო, უნდა გამოვეშვით.

 

ვიყავი ძალიან დასტრესილი, განვიცდიდი, რომ 8 საათი ტყუილად ვიჯექი პატრულის მანქანში ბორკილებით, მაგრამ ჩემი სიმართელე მაინც დავამტკიცე", - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !