მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ თეა სიჭინავას გადაცემაში ნადირაშვილის ბრალდებებს არასერიოზული უწოდა, უმცირესობის წევრმა „ფეისბუქის" პირად გვერდზე კალაძეს სიმღერა მიუძღვნა.
„საქართველოს ვიცე-პრემიერს, კახი კალაძეს, ჩემგან. - http://youtu.be/24-iibhKk2o“ - წერს ნადირაშვილი.
შეგახსენებთ: ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ე. წ. კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე, იგივე „რემენა“ კალაძის დავალებით გაათავისუფლეს. ნადირაშვილი „რემენას" საქმეზე კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს.