-
2014-07-01 14:10
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დროებით დაკავებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბევრი გამიგია სიტყვის სიძლიერეზე, ვერბალურ ომზე, ენერგიის ტრასფორმაციაზე, აზრის ტელეკინეზზე, და აი რეზულტატი: გუშინ საღამოს, ელისეის მინდვრებზე, მეგობრებთან ერთად განვიხილავდით სარკოზისდროინდელ გადაცდომებს და ერთი გვარიანად მივაკურთხე და თან რაღაც ჩავიფიქრე....
აჰა-რეზულტატმაც არ დააყოვნა - გაფსკვანჯეს „ობიექტი“
მოკლედ, ზოგიერთებს ჩემი კურთხევა არ მოგიშალოთ ღმერთმა და
სარკოზის წყალი გადმოგსხმოდეთ:)
ჩანაფიქრს კი მერე გაგანდობთ...“ - წერს მოროშკინა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.