
ასე შეაფასა რუსმა ჟურნალისტმა, ოლეგ პანფილოვმა „ქართული ოცნების“ „ელიტის“ ჩაცმულობა.
სოციალურ ქსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საზეიმო საღამოზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც მანანა ბერიკაშვილი, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და ქეთევან დუმბაძე არიან აღბეჭდილნი.
ფოტოს „ფისბუქის“ საკუთარ გვერდზე რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პანფილოვი გამოეხმაურა და მართალია ფოტოზე დაფიქსირებული ქალბატონები „ქართული ოცნების“ ელიტად მოიხსენია, მაგრამ ჩაცმულობა დაუწუნა.
მეტი ცინიზმისთვის კი შემდეგი მინაწერი დატოვა: „ქართული ოცნების“ ელიტა. პიერ კარდენ, ძალიან გთხოვ, არ მოიკლა თავი...“
"элита "Грузинской мечты"...
Pierre Cardin, пожалуйста, без самоубийства... ))" - წერს ოლეგ პანფილოვი.