
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ თავდაცვის მინისტრმა „გადააგდო“.
უფრო ზუსტად, ტელეწამყვანს ირაკლი ალასანიას პრესსამსახური დაპირდა, რომ თავდაცვის მინისტრი „რეაქციაში“ ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე ისაუბრებდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ გადაცემაში მისვლა „გადაიგეგმა“.
„მოკლედ)))))) ბევრი რომ არ გავაგრძელო)))) თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისის „რეაქციაში“ გვაყირავა))))) მისმა პრეს-მდივანმა გვითხრა „გადაიგეგმაო“))))))
ხოდა ბ-ნო თავდაცვის მინისტრო, ჩვენ კი არ გვაყირავა თქვენმა პრეს-ცენტრმა ან თქვენ....)))) ის ხალხი აყირავა, ვისაც თქვენგან იმის მოსმენა და ახსნა სჭირდებოდა, რას ნიშნავდა ეს ისტორიული 27 ივნისი საქართველოს მომავლისა და მათი ოჯახებისთვის))))) ჩვენ კიდევ ბევრ გადაცემას გავაკეთებთ მაყურებლისთვის საინტერესოს, მაგრამ იმ ფილმში როგორაა, „ფეოლაში“???? - დაცვას მიხედეთ..... დაცვას))))))))))
p.s.... ყველასგან ველოდი გადაცემაში გადაგდებას, ალასანიას გარდა)))))))))წარმატებები, ბ-ნო თავდაცვის მინისტრო))))))
არადა, უნდა ვაღიარო - ჩემი ფავორიტი იყო მთავრობაში და თურმე პრესს-მდივნები აწარმოებენ მის გადაგეგმვას((((((((((", - წერს გრიგოლია.