
ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მიეძღვნა, ტორტი მიიტანეს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაცაა გამოსახული.
"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს ტორტის ფოტოს და წერს:
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნეს ტორტით ბათუმში.
ტორტზეც ღარიბაშვილის ხელმოწერაა. ვინც მეტყვის რომ პაჟი სამკურნალო არ არის, აღარ დამირეკოს...".