
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ირაკლი კორძაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
„პრემიერის მიერ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე დაუნდობელი ნარკოპოლიტიკის დეკლარირების ფონზე მეტად უცნაურია ის, თუ როგორ მოახერხა დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობიდან ნარკოლოგიური შემოწმების გარეშე წასვლა. გამოდის, მარიხუანის მოწევისთვის ვინმე ბექას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სამაგიეროდ, დიმიტრი დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის 39 000 ლარიანი პრემია და პრემიერის მადლობა ვაჟკაცობისთვის და გაწეული სამსახურისთვის...“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კორძაია.