გრიგოლ გეგელია: "ყველაფერი მოკლეს ჩვენში - ადამიანები მოკლეს"

Image

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ბავშვობის ერთ ეპიზოდს და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს ეხება. "ხელახლა მომაგონდა, რამდენის ყურს მოხვდებოდა ზოგიერთი პროდუქტის სახელი და რა შეიძლება განეცადათ მათ", - წერს გეგელია. 

 

"ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. გუშინ რაღაც გამახსენდა, თქვენც უნდა გაგიზიაროთ.

 

გვიანდელ 90-იანებში, ერთერთ რიგით უშუქო საღამოს, ჩვენთან სტუმრად იყო მამას მეგობარი თავის პატარა ბიჭთან ერთად, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. მე ვიქნებოდი დაახლოებით 9-10 წლის, ის 12-13.

 

მახსოვს, იმ საღამოს შემწვარი კარტოფილი და თევზის კონსერვები გვქონდა. მეტი არაფერი არ მახსოვს. გაიშალა სუფრა. დავჯექით სანთლის შუქზე. ამ დროს, ამ ბიჭმა კილკას შეხედა და უცებ მამამისს ასეთი რამ უთხრა: "მამი, გახსოვს ჩვენ რომ ფული გვქონდა, ჩვენც რომ ვყიდულობდით კილკასო?"

 

ეს მომენტი ჩამრჩა საოცრად. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ შემრცხვა. ან უხერხულად ვიგრძენი თავი. ხომ იცით ბავშვი როგორ იმახსოვრებს ასეთ მომენტებს. ეს მომენტი ჩამრჩა და მას შემდეგ სულ ჩემთან ერთად არის.

 

მას შემდეგ მე თვითონ ბევრი პრივილეგია მარგუნა ცხოვრებამ, ისეთი რაღაცეები რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რაზეც ოცნებაც კი სისულელე იქნებოდა. უამრავი პრივილეგია მხვდა წილად, მაგრამ არასდროს არ დამვიწყნია, რომ მე ბევრჯერ და სასწაულად გამიმართლა, რაც გამონაკლისია და არა წესი.

 

თუმცა, პრივილეგიების პარალელურად, მას შემდეგ მე თვითონაც გამოვცადე რას ნიშნავს ცენტებზე და პენსებზე ღელვა, რა დამთრგუნველია და შუერაცხმყოფელია, როცა გეშინია რომ სიგარეტს ვერ იყიდი, ან სიგარეტს იყიდი და რაღაც სხვა ელემენტარულის ფული შეიძლება არ დაგრჩეს.

 

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მე აი ასეთი ბავშვობიდან მოვდივარ. ეს არის ის ისტორია, რომლის წინაშეც პასუხს ვაგებ, როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკური აგენტი.

 

გუშინ ხელახლა განვიცადე ჩემი ბავშვობის ეს და სხვა მახსოვრობებიც და ჩემი აწმყოც. ხელახლა მომაგონდა, რამდენის ყურს მოხვდებოდა ზოგიერთი პროდუქტის სახელი და რა შეიძლება განეცადათ მათ.

 

ყველაზე პირდაპირი გაგებით, ყველას ნაცვლად განვიცადე იგივე, რადგან ეს არის ჩემი ხალხი, სხვა ხალხი მე არა მყავს. და ასეთია ჩვენი საერთო ისტორია, საიდანაც მოვდივართ.

 

შემდეგ კი ვუყურებ ჩემს ოპონენტებს და ვფიქრობ, რომ რობოტად ქცეულებს და დამონებულებს არაფრის განცდა აღარ შერჩენიათ, არც ჩვენი საერთო სოციალური დროის, ანუ ისტორიის, და არც ჩვენი უიმედო აწმყოსი, არც სხვების ტკივილის და გასაჭირის, არც საერთო მომავლის.

 

და ვხვდები, რომ ყველაფერი მოკლეს ჩვენში — ადამიანები მოკლეს...", - წერს გრიგოლ გეგელია.

 

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხარების დღესასწაულზე მარხვა გაახსნილა:

 

"კალენდარში წერია, რომ ხსნილია თევზით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა. ასევე ტაძრის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავახსნილოთ ხიზილალით და ზღვის ნაწარმით.

 

თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის ნაწარმი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !