
გადაცემაში "რა? სად? როდის?" კურიოზი მოხდა, როცა ანგარიში იყო 5:3 მაყურებელთა სასარგებლოდ. ერთერთ შეკითხვაზე, რომელიც პარიზში 1939 წელს გამოცემულ წიგნს ეხებოდა, მოაზროვნეებმა კლუბის დახმარება ითხოვეს.
კლუბში მყოფი მოაზროვნეებიდან ერთ-ერთის პასუხი, რომ წიგნის ავტორის ფსევდონიმის უკან ნოე ჟორდანია იმალებოდა, გუნდმა უყოყმანოდ მიიღო და ტაშითაც შეხვდა.
გუნდთან ერთად ტაშს კლუბის წევრებიც უკრავდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ წიგნის ავტორი არა ნოე ჟორდანია, არამედ აკაკი ჩხენკელი იყო.
სწორი პასუხის გამოცხადების შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში ვერც მოაზროვნეები, ვერც კლუბის წევრები და ვერც წამყვანი სიცილს ვერ იკავებდნენ, ხოლო "ის შავი კაცი", ვინც მოაზროვნეებს პასუხი უკარნახა, დარბაზიდან გაიპარა.