
სულ ცოტა ხნის წინ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, ნუკა აცხადებდა. რომ ძალიან მალე გაამხელდა „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს“. გუშინ კი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკა მომღერალმა მორიგი განცხადება გაავრცელა.
„ძალიან მალე, უმოკლეს დროში, ამ დღეებში დავარღვევ დუმილს და იმ სიმართლეს ვიტყვი, რაც არ იცის საზოგადოებამ და დამფრთხალი ვირთხების პრინციპით, ჩემი ანტიპიარი და ავად ხსენება დაიწყო ერთმა ვიღაცამ და აყვა ერის შეუგნებელი და ჭორიკანა ნაწილი.
სულ მალე, დავდებ ფაქტებს და მიხვდებით, სრულ ანარქიაში რომ არის სული და ხორცი საქართველოში'' - წერს ეკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ, ეკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და მისთვის სპეციალურად ტელემარათონი გაიმართა.
საფრანგეთში სამკურნალოდ წასული მომღერალი რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა როგორ ჩაიარა მკურნალობამ ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
http://www.reitingi.ge/top-news/2294-eka-kvaliashviliam-dgheebshi-davarghvev-dumils-da-simarthles-vityvi.html?lang=ka-GE