
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და მას ახალი ბრალი წაუყენონ.
თენგიზ გუნავა რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას უწოდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას დაკავებას.
გუნავას განმარტებით, ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენება შამათავასა და მურღულიას წინააღმდეგ მისცეს, ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ ამავე საქმეში ბრალდებულად თავად ის, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაიაც ჩართონ:
„რომან შამათავა და მალხაზ მურღულია, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით, სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ დატოვა ისინი გისოსებს მიღმა.
ამ საქმიდან გამომდინარე, სურთ, რომ ბრალი დასდონ ვანო მერაბიშვილს, რომან შამათავას, ბაჩო ახალაიასა და მათ შორის მეც“, - განაცხადა გუნავამ.
შეგახსენებთ, რომ შამათავა და მურღულია, 2008 წლის მაისში, საპარლამენტო არჩევნების დროს, სოფელ ხურჩაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.