-
2014-05-27 12:36
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრისთვის ერთჯერადად უფლებამოსილების გადაცემას ეხმიანება.
„სამარცხვინო კინკლაობის მოსალოდნელი დასასრული!!! ბარემ, პირდაპირ ბერასთვის გადაეცა ხელმოწერის უფლებამოსილება“,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონსტიტუციური უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცა პრემიერმინისტრს, რათა მან 27 ივნისს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.