-
2014-05-19 15:49
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება ვირუსული სტატუსი, თითქოსდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წაყენებული 10 მოთხოვნის სახით.
მოდელირებული, იუმორით გაჯერებული „მოთხოვნები“ პოპულარულია სხვადასხვა ღია ჯგუფში, ასევე, უშუალოდ ინტენეტმომხმარებლებს შორის: „ევროკავშირის 10 ძირითადი მოთხოვნა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სანაცვლოდ (ქართველი ექსტრემისტების გადმოსახედიდან):
1. მოსახლეობის 75%, სექსუალურ ორიენტაციას იცვლის (2016 წლის გაზაფხულამდე).
2. ქართული ენა, მასონური ენებით ნაცვლდება (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, პოლონური ...).
3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომის პაპის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადადის.
4. ევროპარლამენტის A035787-ე განკარგულების თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება - უბიწოება შეუღლებამდე.
5. 2017 წლის 1 იანვრიდან, ბენდენებით სიარული ეკრძალებათ ქართველ ვაჟკაცებს.
6. ქართული სულის ჩასაკლავად, ევროპარლამენტარი იან ოლბრიხტი, ინიციატივთ გამოდის: "სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ქართველმა ახალგაზრდებმა ოჯახები უნდა დატოვონ და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად!"
7. ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, ოჯახში, მინიმუმ ერთი უცხოელის ყოფნა/შეკედლება/დასახლება, სავალდებულო ხდება.
8. გადაჯიშების მიზნით, ყველა ქართველი სტუდენტი, ფინანსდება ევროკომისიის მიერ და სასწავლებლად ევროპაში იგზავნება (სამუდამოდ!).
9. ღიპიან და ძირძველ თბილისელებს, ძმაკაცებთან ბუნებაში, ტანსზემოთ შიშველი ფოტოების გადაღება ეკრძალებათ.
10. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, მარჯვენა მაჯაში, სპეციალური ჩიპი უმონტაჟდება (ჩიპის მომსახურეობის საკომისიოს, მობილური ოპერატორები ჩამოგვაჭრიან, თვეში ერთხელ) და ამით, ერთიან მასონურ სისტემაში შევდივართ. ჯერ სად ხართ ... გაწევრიანებაა წინ!..“
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებლის ეს ხუმრობა პოპულარულია ქართულ ინტერნეტსივრცეში.