ვანო მერაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სპეცგანცხადებას ავრცელებს

Image

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე  აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"5 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეებიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა აგრესორმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დევნილად აქცია, ქართულმა ჯარმა და პოლიციამ, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოახერხა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

 

ამ მძიმე დღეების 5 წლის თავზე მინდა გავიხსენო ის ვაჟკაცები, ქართველი გმირები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას.

 

მინდა მხარდაჭერა და ნუგეში გამოვხატო მათი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენი ვალია, რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ მათ მშობლებს, მეუღლეებსა თუ შვილებს ის დიდი დანაკარგი რაც მათ განიცადეს.

 

ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომლისთვისაც ამ გმირებმა თავი გაწირეს და არასოდეს არ დავუშვათ საქართველოს დამოუკიდებლობის და ჩვენი ხალხის თავისუფლების ხელყოფა.

 

აქვე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღესაც, მსახურობენ რა ოკუპაციის ხაზზე მდებარე საგუშაგოებზე, დღისით თუ ღამით, ქარსა თუ წვიმაში, უშიშრად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას", - აღნიშნულია „ფეისბუქის“ვანო მერაბიშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !