"სიკეთის ქალაქი" სიღარიბის ზღვარს მყოფი მორიგი მრავალშვილიანი ოჯახის ვიდეოს აქვეყნებს.
3 წლის ლევანი, 7 წლის მარიამი,8 წლის სოსო, 10 წლის თინიკო და 12 წლის გიორგი, მშობლებთან ერთად
ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობენ. 3 წლის ბიჭის ოცნებაა, რომ მთლიანი პური მარტომ ჭამოს.
პურისა და საჭმლის სიყვარულის გარდა, ეშინია წვიმის, რადგან სახლში წყალი ჩამოდის.