
რუსეთმა პირველად დაბომბა სირიაში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების დისლოკაციის ადგილი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან, წყალქვეშა ნავ "დონის როსტოვის" ფრთოსანი რაკეტებით.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა. მისი ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტები დაეშის ბაზირების ადგილისკენ გაუშვეს. თავდაცვის სამინისტრომ რაკეტების გაშვების ვიდეომასალაც გაასაჯაროვა.