"ნუთუ უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას"-ანიტას ბებია

Image

ანიტა ფაცაციას ბებია, თამარ გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ. ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს.
მაინც რა ლამაზი იყავი, რა მხიარული, რა ტკბილი, რა არაამქვეყნიური… ვერ ვძღებოდიშენით.

 ჩახუტებულიცჩაკოცნილიც მენატრებოდი. სულ მენატრებოდი. იმხელა სიყვარული მასწავლე,

ზიდვა მიჭირდა. თურმე მთელი ცხოვრების საკმარისი სიყვარული ამკიდე ერთიანად ასე მალე წასვლას რომ აპირებდი, იმიტომ.
ახლა რა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?!

როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი, როცა სიცოცხლისათვის იბრძოდი, როგორ?!
მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ყველა მოუფერებელი დღისთვის მაპატიე. აქედან გეფერებოდი, მაგრამ შენ ეს

არ იცოდი და იმ გაგლეჯილ, ნაწამებ გულში ალბათ ესეც გტკიოდა.
ვერ გიშველე, ვერ დაგტოვე ამ წყეულ, უსამართლო, უშენოდაც სიცოცხლის გამგრძელებელ დედამიწაზე.

ვერაფერი გავაკეთე შენი კისკისისთვისდაგაღალატე. მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო ყველაზე დიდო

სიყვარულო მთელს სამყაროში, ჩემო პატარავ, ჩემო ცქნაფაცქნუფა, ტკბილო, თბილო, დაუნდობლად სიცოცხლეწართმეულოგოგო.

იმ სიყვარულისთვის მაპატიე სამყაროზე დიდი რომ მეგონა და ჩემი პაწაწინა ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სამყოფი რომ ვერ აღმოჩნდა.

შენ ისეთი კეთილი ხარ, ვიცი მაპატიებ. მაგრამ მე ვერ ვაპატიებ ვერასოდეს ვერც საკუთარ თავს, ვერც ამ სამყაროს, ვერც ვერანაირ არსებულ

თუ არარსებულ ზე-ძალას. ნუთუ ერთი ციცქნა, ნაზი, პატარა, უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას იმდენად,

რომ მისთვის პაწია ადგილიც ვერ გამოინახა?!
რა გითხრა მეტი ჩემო ბედნიერებავ, მიყვარხარ და დღითიდღე კიდევ და კიდევ უფრო მეყვარები. ამას ნამდვილად გპირდები ჩემო

თვალებბრიალა გოგო, ჩემო საოცრებავ.
რა ცოტა იცხოვრე და რა ბევრი მოახერხე – უამრავ ადამიანს ამოგვიტვიფრემომავლისთვის ძალის მომცემი ლოცვა: ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს 

ანიტას-სთვის“, – წერს თამუნა გლურჯიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !