
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეს რა უბედურება მოხდა. ფეხმხიმე დედა, ოთხ შვილთან ერთად დაიწვა შენობაში სადაც უკიდურესი გაჭირვების გამო შესახლებულები იყვნენ:(! ჯერ გშიოდეს, გციოდეს, ჯოჯოხეთს გადიოდე სიცოცხლეშივე და მერე მართლა ჯოჯოხეთურად კვდებოდე?! უსამართლობა რომ სასოწარკვეთილს გხდის ზუსტად ისეთი ტრაგედიაა!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.